შვედეთის ახალგაზრდული შეხვედრის მონაწილე ცნობილია.



ბრილიანტის გამოწვევისკონკურსში მომხენებელთა შორის გამართული შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდეგ ცნობილია 1 მონაწილე, რომელიც CISV-საქართველოს (www.cisv.org.ge) მიერ შვედეთში საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრაშია მიწვეული.

ჟიურიმ, რომელშიც CISV-საქართველოს, სიქას და EMT-ის წარმოადგენლები იყვნენ, რეკომენდაცია გაუწია ანა აკოფაშვილს https://www.facebook.com/profile.php?id=100004850070266.

ანამ წარმატებით შეასრულა საკონკურსო დავალებები, წარმოადგინა ანგარიში, დაიწყო ინიციატივაფეისბუქ-კამპანია ლოზუნგით: #ახალგაზრდებიმშვიდობისათვდა აჩვენა თავისი მზაობა CISV- მშვიდობის საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურად ჩაერთოს.

მადლობას ვუხდით სხვა მონაწილეებსაც და ვიმედოვნებთ, რომ მათთვისაც გამოვნახავთ საინტერესო შემოთავაზებებსა და პროექტებს ახლო პერიოდში.

ვულოცავთ ანას და გვიხარია, რომ მას აუხდა დიდი ხნის სურვილი, მონაწილეობა მიიღოს CISV-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრაში. ვიმედოვნებთ რომ მისთვის დაუვიწყარი იქნება ეს 8 დღე შვედეთში, იგი ღირსეულად წარადგენს საქართველოს და ჩამოტანილ გამოცდილებას გაუზიარებს სხვა ახალგაზრდებსაც არა მარტო გორში, საიდანაც არის ანა.

მათ, ვისაც სურვილი გქონდათ, რომ CISV-ის სახელით მიწვეულ მონაწილეს მხარში დადგომოდით და მისი სპონსორები გამხდარიყავით თუნდაც ძალიან მცირე თანხით, გთხოვთ შეგვეხმიანოთ CISV-საქართველოში, ჩვენ მოგაწვდით საბანკო რეკვიზიტებს.