CISV ლოგო შეიცვალა

საერთაშორისო ორგანიზაციის CISV-ის ბრენდირების ცვლილების შედეგად შეიცვალა CISV საქართველოს ლოგოც.

ასეთი იყო ძელი ლოგო


ახალი ლოგო შემდგეგნაირად გამოიყურება:


შვედეთის ახალგაზრდული შეხვედრის მონაწილე ცნობილია.



ბრილიანტის გამოწვევისკონკურსში მომხენებელთა შორის გამართული შესარჩევი კონკურსის დასრულების შემდეგ ცნობილია 1 მონაწილე, რომელიც CISV-საქართველოს (www.cisv.org.ge) მიერ შვედეთში საერთაშორისო ახალგაზრდულ შეხვედრაშია მიწვეული.

ჟიურიმ, რომელშიც CISV-საქართველოს, სიქას და EMT-ის წარმოადგენლები იყვნენ, რეკომენდაცია გაუწია ანა აკოფაშვილს https://www.facebook.com/profile.php?id=100004850070266.

ანამ წარმატებით შეასრულა საკონკურსო დავალებები, წარმოადგინა ანგარიში, დაიწყო ინიციატივაფეისბუქ-კამპანია ლოზუნგით: #ახალგაზრდებიმშვიდობისათვდა აჩვენა თავისი მზაობა CISV- მშვიდობის საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიურად ჩაერთოს.

მადლობას ვუხდით სხვა მონაწილეებსაც და ვიმედოვნებთ, რომ მათთვისაც გამოვნახავთ საინტერესო შემოთავაზებებსა და პროექტებს ახლო პერიოდში.

ვულოცავთ ანას და გვიხარია, რომ მას აუხდა დიდი ხნის სურვილი, მონაწილეობა მიიღოს CISV-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო შეხვედრაში. ვიმედოვნებთ რომ მისთვის დაუვიწყარი იქნება ეს 8 დღე შვედეთში, იგი ღირსეულად წარადგენს საქართველოს და ჩამოტანილ გამოცდილებას გაუზიარებს სხვა ახალგაზრდებსაც არა მარტო გორში, საიდანაც არის ანა.

მათ, ვისაც სურვილი გქონდათ, რომ CISV-ის სახელით მიწვეულ მონაწილეს მხარში დადგომოდით და მისი სპონსორები გამხდარიყავით თუნდაც ძალიან მცირე თანხით, გთხოვთ შეგვეხმიანოთ CISV-საქართველოში, ჩვენ მოგაწვდით საბანკო რეკვიზიტებს.

დარჩა 1 ადგილი შვედეთში

2018 წლის ბანაკებში დარჩენილია მხოლოდ 1 ადგილი შვედეთში მალო-ლუნდის Youth Meeting-ში 16-18 წლის ახალგაზრდისთვის საქართველოდან. 8 დღიან ბანაკში 25-მდე მონაწილე იქნება სხვადასხვა ქვეყნიდან. ბანაკი ინგლისურენოვანია.
SwedenMalmö-Lund24/03/2018 - 31/03/2018
ფასი 344 ფუნტის ექვივალენტი ლარში.

ტრენერთა ტრენინგი ჩეხეთის რესპუბლიკაში



CISV-საქართველოს მიერ დაკომპლექტებული საქართველოს დელეგაცია 2016 წლის 10-16 სექტემბერს მიწვეული იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიშეგრადის ფონდისა და ჰოლანდიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც განხორციელდა ევროპის ტრენერთა ქსელის POINT-ის ფარგლებში „ჩეხეთის ფანდრაიზინგის ცენტრის“ მიერ.

POINT-ის ხედვა:
კარგი ცხოვრება სხვა ადამიანებთან ერთად ცხოვრების შესაძლებლობაა. ეს შესაძლებლობა გულისხმობს ამ ადამიანებთან  საერთო ფასეულობების, ოცნებების და ინტერესების გაზიარებას. ეს ინტერესები კი ყალიბდება თემში, რომელსაც თანამდეროვე ცხოვრებაში სამოქალაქო სექტორს ვუწოდებთსწორედ ავთენტური, ჯანსაღი და  ძლიერი სამოქალაქო სექტორის არსებობაა „Point“ ხედვის არიალი და მოიცავს ჩეხეთს, ცენტრალურ და აღმოსავლურ ევროპის რეგიონს და ევროპის აღმოსავლეთით ქვეყნებს.

POINT-ის მისიაა:
· სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმაღლესი ხარისხის ტრენინგებით უზრუნველყოფა და რესურსების მობილიზება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონსა და სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებში.
· სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობისა  და რესურსების მობილიზების ხელშეწყობა, როგორც განვითარების ერთ ერთი გზა.
· კვლევების წარმოება და შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის რესურსების მობილიზებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის ინფორმაციის მიწოდება.

POINT-ის ტრენინგის მეთოდოლოგია აწყობილია ზრდასრულთა განათლების პრინციპების შესაბამისად. საქართველოს დელეგაცი 3 წევრს მარიამ თვალიაშვილს, მაგდა გურვენიძესა და დემეტრე მარხვაიძეს  მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, დასწრებოდა POINT-ის ტრენერების მიერ ორგანიზებულ (TOT) ტრენინგს და ასევე, გამოცდილება გაეზიარებინა ტრენერების საერთაშორისო ჯგუფებთან, რომელსაც წარმოადგენდნენ შემდეგი დელეგაციები: საქართველო, უკრაინა, სასომხეთი, მოლდოვა, ბელარუსია, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ჩეხეთი. გამოცდილი ტრენერების გუნდში იყო CISV-საქართველოსა და EMT-ის დამფუძნებელი პავლე თვალიაშვილი.

ტრენინგი ჩატარდა სამხრეთ ბოჰემიაში „Statek Výštice“-ში (http://www.statekvystice.cz/). პროგრამა უშუალოდ ფოკუსირებული იყო მაღალი დონის ტრენინგ-მეთოდების გამოყენებასა და ტექნიკების მიწოდებაზე,  რომელიც მოიცავდა ფონდების მოძიებისთვის საჭირო სასწავლო პროცესს და მის მენეჯმენტს. პროგრამის განმავლობაში მოეწყო სხვადასხვა სამუშაო და კულტურული დატვირთვის მქონე აქტივობები, რომელიც ფარავდა წარმატებული ექსპერიმენტული სასწავლო პროცესის ყველა ასპექტს (სპეციალურად ზრდასრულთა განათლებისათვის). მონაწილეებმა ასევე განიხილეს საკითხები თავიანთი ქვეყნების სამოქალაქო სექტორის განვითარების შესახებ. ამ შეხვედრების განმავლობაში კრიტიკულ საკითხებად გამოიკვეთა სექტორის მდგრადობა და განათლება, როგორც განვითარებისთვის საჭირო ერთ-ერთი ინსტრუმენტი.

მონაწილე ქვეყნების ორგანიზაციები გეგმავენ ტრენინგების ჩატარებას და  შესწავლილი ტექნიკების გამოყენებას თავიანთ ქვეყნებში სექტორის მხარდაჭერის მიზნით. “Point”-ის აზრით მონაწილე ტრენერებს აქვთ ყველანაირი პირობა გახდნენ პროფესიონალი ექსპერტები, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და დაიცვან საჯარო სექტორის მთავარი ფასეულობები და წვლილი შეიტანონ მათი მდგრადობის განვითარებაში. 

პროექტის ფარგლებში მომზადებული ტრენერების მიერ საქართველოში საქართველოში ტრენინგის ჩატარება და გამოცდილების გაზიარება 2018 წლის მაისში იგეგმება.